saqarTvelos mRvimeebi - berebis seri
VI-VIII საუკუნეების გამოქვაბულთა კომპლექსი, ბერთა თავშესაფარი ივრის ნაპირას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, 12 კმ-ზე სიღნაღის რ-ნის სოფ. მაღაროს სამხრეთ-დასავლეთით. ბერების სერის სავანეში არის გუმბათიანი, ბაზილიკური და დარბაზული ეკლესიები. ბერთა განცალკევებული ქვაბები განლაგებულია ერთ- და მრავალსართულიან კომპლექსებად. ქვაბებს აქვს შეისრული თაღები, შემკულია ჯვრის გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით. შემორჩენილია ქართული წარწერები, მ. შ., ფრესკული მხატვრობის ფრაგმენტებზე.